logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ კონკურსის - „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა
- +

27 თებერვალი. 2023. 23:45

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის - „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის მიზანია სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა; ახალგაზრდა, დებიუტანტ ხელოვანთა წარმოჩენა-პოპულარიზაცია და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. კონკურსის ამოცანაა საქართველოს თეატრების რეპერტუარის შემოქმედებითად გამრავალფეროვნება და ახალი დადგმებით გამდიდრება.

„კონკურსის ბიუჯეტი იყო 45 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობისთვის სამინისტროს ცხრა ორგანიზაციამ მომართა. გაიმარჯვა ექვსმა პროექტმა. კონკურსის გამარჯვებული პროექტებია:
1. სპექტაკლი სლავომირ მროჟეკის „კარალის“ მიხედვით. სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. დამდგმელი რეჟისორი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან ბაქრაძე;
2. სპექტაკლი ტენესი უილიამსის პიესის, „გათელილი პეტუნიების“, მიხედვით. სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. დამდგმელი რეჟისორი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი კახა მთვარაძე;
3. სპექტაკლი სლავომირ მროჟეკის „ემიგრანტების“ მიხედვით თბილისის კამერულ თეატრში. ააიპ ახალგაზრდული ხელოვნების განვითარების ფონდი „შემოქმედებითი ლაბორატორია“. დამდგმელი რეჟისორი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ბაზაძე;
4. სპექტაკლი ზურაბ ანტონოვის პიესის - „მზე ისევ ამოვა“ - მიხედვით. სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. დამდგმელი რეჟისორი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი თენაძე;
5. სპექტაკლი შარლ პეროს ზღაპრის, „ჩექმებიანი კატის“, მიხედვით. სსიპ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. დამდგმელი რეჟისორი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ტატა მეცხოვრიშვილი;
6. სპექტაკლი „თეატრალური ვარიაცია - ჯაყოს ხიზნები“ თბილისის აბრეშუმის თეატრში. შპს „სილქ ფაქტორი სტუდიო“. დამდგმელი რეჟისორი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ კახეთელიძე.

მსგავსი კონკურსი 2021-22 წლებშიც ჩატარდა. 2021 წლისგან განსხვავებით, როდესაც სტუდენტებს ამ კონკურსის ფარგლებში მხოლოდ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში შეეძლოთ სპექტაკლების დადგმა, შარშან არეალი გაფართოვდა და ყველა თეატრი მოიცვა. 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 46 000 ლარი. დაფინანსდა ოთხი პროექტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner