logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი სააკაშვილის საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაყვანაზე
- +

28 თებერვალი. 2023. 11:43

 

 

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვიმეორებ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაყვანაზე“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„გუშინ მაქსიმალურად კორექტული ფორმით დავწერე, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა.

 

სიტყვა „ტყუილი“ შეგნებულად არ გამოვიყენე, იმ იმედით. რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მაინც მოერიდებოდათ და იზრუნებდნენ „ხარვეზის აღმოფხვრაზე“. სხვა მედიის მიერ კი პასუხად უფრო მკვეთრი და მძიმე ტყუილი დაიწერა.

 

დეზინფორმაციის გავრცელება არ არის დასავლური სტანდარტი. ასეთი ქმედება ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშოდ უხერხულია დემოკრატიული მედიისთვის.

 

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე“, – წერს რატი ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner