კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებას:
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი: საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. ირღვევა ადამიანის უფლებები, პრობლემებია დამოუკიდებელ მედიაში!
მისი მდივნობის დროს, 2006-2008 წლებში მიშას რეჟიმი - პრესა ყვავის, ადამიანები დაცული;
„სწორი“ გზით სვლა აგვისტოს ომისკენ!
„დემოკრატიის შუქურა“!
ვაშინგტონის ბრუკინგის ინსტიტუტში გამართული დისკუსიის დროს კონდოლიზა რაისმა განაცხადა: „საქართველო ახლა არასწორი მიმართულებით მიდის“. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები, ასევე პრობლემებია დამოუკიდებელი მედიის მხრივ.