logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: დახვრეტილ გურამ შარაძესაც ებრძვიან
- +

30 აგვისტო. 2016. 19:30



დახვრეტილ გურამ შარაძესაც ებრძვიან", - წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში.



დახვრეტილ გურამ შარაძესაც ებრძვიან...

დამავიწყდა დათვლა, მერამდენედ მივმართე თსუ-რექტორს კითხვით - მიანიჭეთ თუ არა გურამ შარაძის სახელი მისივე დაარსებულ მუზეუმს? პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტსაც ვითხოვდი. აქამდე ერთფეროვანი პასუხები მაქვს მიღებული და ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც წინა პასუხებიდან ტექსტი გადმოწერეს. თუ ვცდები, ხვალ პასუხს რომ მოვიტან, 18-იანი შრიფტით ბოდიშს მოვუხდი თსუ-ს!

რამდენიმე წუთის წინ თსუ-კანცელარიაში მივედი, ტელეფონი ვაჩვენე - კანცელარიიდან ესემესი" მომივიდა და პასუხის ასაღებად მოვედი, მაგრამ პირადობა დამრჩა; თუ პატივს დამდებთ და წერილს ისე გამატანთ, მადლიერი დაგრჩებით; პირადობის ნომერს გიკარნახებთ-მეთქი. მე ამის გაკეთება არ შემიძლია, განყოფილების გამგეს ვკითხავო. გამგემ ცივი უარი მტკიცა - როგორ დავადგინო, რომ ნამდვილად ნინო მიქიაშვილი ხართ?! არ შეიძლება, ასე პასუხს ვერ გაგატანთო. „ობიექტივის" საიტზე შეგიძლიათ შესვლა, პირადობის ნომერს გიკარნახებთ, აგერ მაქვს ტეელფონი, რომელზეც თქვენგან მოსული ესემესია"-მეთქი. არაო, ვერ გაგატანთ პასუხს, პირადობის გარეშეო.

დახმარებისთვის პრესსამსახურს მივმართე. ოთახიდან გავიდნენ, იკითხეს, მაგრამ ვერაფრით დამეხმარნენ. ახლა აქ რასაც ვწერ, ეს პრესსამსახურის თანამშრომლებსაც ვუთხარი. ასე რომ, ზურგსუკან არაფერს ვამბობ:

თსუ-ში ასე ზედმიწევნით რომ იცავენ შინაგანაწესს და ჩემივე განცხადების პასუხს პირადობის გარეშე არ მატანენ, გურამ შარაძემ თავისი ხელით უცხოეთში შეაგროვა და სამშობლოში ჩამოიტანა ემიგრაციის ისტორია - ნივთები, წიგნები, ფოტოები, ჟურნალ-გაზეთები, ცოცხალი ისტორიები და გურამ შარაძესთან მიმართებაში რატომ არ იცავენ შინაგანაწესს?! რატომ ვერ იმეტებენ მისივე დაარსებული ემიგრაციის მუზეუმისთვის მისივე სახელს?!

ამაზე პასუხი ძალიან მარტივია - სანამ ცოცხალი იყო, ვერ იტანდნენ, ებრძოდნენ. დახვრიტეს და ახლა დახვრეტილ გურამ შარაძეს ებრძვიან", - წერს მიქიაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner