logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: „საკუთარი ძაღლიშვილის“ გადასარჩენად
- +

28 თებერვალი. 2023. 17:19

 

 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„იმის გამო, რომ მანიაკი სააკაშვილი, საკუთარი ნებით, საჭირო საჭმელს არ ჭამს და საჭირო წამლებს არ სვამს, ევროკავშირის 27 ქვეყანა საქართველოს დემარშს უცხადებს.

 

ეს, იცით, რას ნიშნავს?

 

ევროკავშირის 27 ქვეყანა სულში აფურთხებს ქართველი ხალხის გადამწყვეტ უმრავლესობას, რომლისთვისაც სააკაშვილი მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის მთავარი შემოქმედია.

 

ევროკავშირის 27 ქვეყანა ღია მესიჯს უგზავნის ქართველი ხალხის გადამწყვეტ უმრავლესობას, რომ ისინი დგანან არა საქართველოს, არამედ სანდროს, ბუტას, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, გია კრიალაშვილის, დათო ცინდელიანის, პაატა ქარდავას და სხვა უდანაშაულო ადამიანების მკვლელი რეჟიმის ბელადის მხარეს, დგანან კოლექტიური მეგისქარდავასა და ყავარჯნიანი ჯალათის გვერდით და მზად არიან, საქართველო გადააყალონ სააკაშვილის თავისუფლებას.

 

ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში საქართველოს წინააღმდეგ იმას ნიშნავს, რომ კოლექტიური დასავლეთი არ აპირებს, დაუშვას მართლმსაჯულების აღსრულება იმ პერსონის მიმართ, რომელიც ,,დემოკრატიის შუქურად" ჰყავდა გამოცხადებული მაშინ, როცა იგი საქართველოში სისხლის მდინარეებს აყენებდა, მშვიდობიან დემონსტრაციებს არბევდა, სისტემური წამების ლეგიტიმაციას ახდენდა და აკეთებდა ყველაფერს, რაც ახლოსაც არ იყო დემოკრატიასთან.

 

სხვანაირად რომ ვთქვათ, კოლექტიური დასავლეთი მზად არის, „საკუთარი ძაღლიშვილის“ გადასარჩენად საქართველოს თავზეც გაიაროს.

 

სააკაშვილის გამო ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ პოლიტიკური ევროპა მორალური, ზნეობრივი და  ინსტიტუციური ხრწნილების ფსკერზე იმყოფება, საიდანაც დიდი ალბათობით, ვეღარც ამოაღწევს“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner