logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სუბიექტური და არაარგუმენტირებულია, რომელიც ძირითადად ფაქტების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ეფუძნება
- +

28 თებერვალი. 2023. 17:20

 

 

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის ტერორიზმის ანგარიში გამოაქვეყნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სუბიექტური და არაარგუმენტირებულია, რომელიც ძირითადად აღქმებს და ფაქტების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ეფუძნება“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ანგარიშის ავტორებს 2021 წელს მომხდარი მოვლენების ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირება სურთ, მაგრამ შეგნებულად დამალეს, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, მთავრობამ არათუ ვინმეს ხელი დააფარა, არამედ ასზე მეტი ადამიანის დაკავება მოხდა, რომელთა ნაწილს პატიმრობა, ნაწილს კი ფინანსური სახდელი დაეკისრა. სამწუხაროდ, გარკვეული ჯგუფების მიზანს 5 ივლისის არა მშვიდობით, არამედ არეულობით დასრულება წარმოადგენდა. არეულობით დაინტერესებულმა ჯგუფებმა, პროვოკაციებით და დეზინფორმაციით საკუთარ მიზანს მიაღწიეს, მოხდა არეულობა, რომლის აღსაკვეთად შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა.

 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ტერორისტული ინციდენტი არ მომხდარა. თავის მხრივ აღსანიშნავია, რომ საქართველომ ბოლო წლებში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“,  - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner