logo_geo
eng_logo
საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა
- +

28 თებერვალი. 2023. 17:37

 

 

საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირების და ცნობადობის ამაღლების მიზნით შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სამმართველოს უფროსი მირიან ბედიანიძე, ამხანაგობების თავმჯდომარეები და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

 

მირიან ბედიანიძემ ისაუბრა ლიფტების, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და არსებული კანონმდებლობის შესახებ. აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისად, ლიფტი არის ამხანაგობის საერთო საკუთრება, ამხანაგობა ვალდებულია, ყოველ 3 წელიწადში ჩაატარებინოს ექსპერტიზა აკრედიტებულ ორგანიზაციას. ამხანაგობა განცხადებით მიმართავს გამგეობას, ასევე ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს. გამგეობა განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ლიფტების შეკეთების სამუშაოების დაფინანსებაზე. ლიფტების შეკეთება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საბურთალოს გამგეობის 100 %-იანი დაფინანსებით ხორციელდება. პროექტების ღირებულების 5 % ამხანაგობის ანგარიშზე რჩება, რომელიც შემდგომ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner