logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: კვირიკაშვილი, გახარია, ჯანელიძე... ნაფტალინიდან ამოალაგეს აგენტურა და გამოფინეს
- +

28 თებერვალი. 2023. 18:22

 

 

„კვირიკაშვილი, გახარია, ჯანელიძე... ნაფტალინიდან ამოალაგეს აგენტურა და გამოფინეს... სხვას რას უნდა მივაწეროთ ამ „პოლიტიკური გვამების“ გააქტიურება?“ - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპრექტთან დაკავშირებით ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების განცხადებებს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებამ, ყველაფერს ფარდა ახადა და ყოფილი თანამდებობის პირები „პატრონების დავალებით ილანძღებიან.“

 

„კვირიკაშვილი, გახარია, ჯანელიძე... ნაფტალინიდან ამოალაგეს აგენტურა და გამოფინეს... სხვას რას უნდა მივაწეროთ ამ „პოლიტიკური გვამების“ გააქტიურება? მარტივი ამბავია - ხალხის ძალის მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ყველაფერს ფარდა ახადა - პატრონების დავალებით ილანძღებიან „გახაზული“ კაცუნები. აბა ვინ დამაჯერებს, რომ მაგალითად კვირიკაშვილი, რომელსაც ბოლო საზოგადოებრივი აქტივობა პროფილაქტიკაში საბურავის შეცვლის დროს „უფიქსირდება“, გამჭვირვალობის კანონმა აღაშფოთა? კარგია, ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner