logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: არც იმის პრეტენზია მაქვს, რომ ჩემი აზრი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა!
- +

10 მარტი. 2016. 00:58


ქართული ოცნების წევრი თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იგი ისურვებდა, რომ მომავალ არჩევნებში პარტიებს და პოლიიტიკოსებს კენჭი ცალ-ცალკე ეყარათ.


„მომავალ არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომელიც არსად დამიპატენტებია და არც იმის პრეტენზია მაქვს, რომ ჩემი აზრი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა. კოალიცია, ალბათ, დარჩენილ ვადამდე ამ შემადგენლობით მივა, მაგრამ მომავალ არჩევნებში ვისურვებდი, კენჭი ცალ-ცალკე გვეყარა და ვისაც ბარიერის პრობლემა აქვს, იდეოლოგიურად მსგავს პარტიასთან ერთად გამოსულიყო. თუ ამ მოსაზრებას გაითვალისწინებენ კარგია, თუ არა და, უმრავლესობის გადაწყვეტილებას დავემორჩილები." - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner