logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია
- +

30 აგვისტო. 2016. 19:34



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას მასწავლებლის საგნის გამოცდის შედეგები შეაფასა.



მინისტრის მოსაზრებით, აღნიშნულ შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია.



ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს. გვაქვს კიდევ ერთი გამოცდის შედეგები. ჩემი პოზიცია ამ გამოცდებთან დაკავშირებით იცით. ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70-80%- ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, მგონია, რომ არ არის კარგი გამოცდა. ეს დღეს უკვე იმდენად პრობლემა არ არის, როგორც იყო, რადგან ჩვენ მასწავლებლებს უკვე დავპირდით, რომ იქნება გამოცდის ბევრი ალტერნატივა. საგნის გამოცდა მხოლოდ ერთი მეთოდი იქნება, ასევე იქნება პედაგოგიკის უნარების გამოცდა, ადრე იყო და დავაბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება არჩევითი. მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, გადაწყვიტონ, რომელი მიმართულებით წავიდნენ. ასევე, გვექნება კრიტერიუმები, მასწავლებლის სოციალური აქტივობა, ბავშვებთან, მშობლებთან, ოჯახებთან მუშაობა, რათა ბავშვები მეტად დაამოტივირონ, მაგალითად, პროფესიული ორიენტაციის კუთხით ან პატრიოტიზმის კუთხით", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



განათლების მინისტრი ფიქრობს, რომ პედაგოგთა საგნის გამოცდები მომავალშიც გაიმართება, თუმცა საბოლოო შედეგის დადგომაში ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. მისივე ინფორმაციით, მასწავლებლებს სავარაუდოდ შემოდგომაზე ჩამოყალიბებული ალტერნატივები ექნებათ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner