აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობაში ჯერ კიდევ არ არის კონსენსუსი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კორონავირუსის პანდემია.
„[აშშ-ის] სადაზვერვო საზოგადოება და დანარჩენი მთავრობა ჯერ კიდევ სწავლობს ამ საკითხს. საბოლოო დასკვნა არ გაკეთებულა. ის, რაც პრეზიდენტს სურს, არის ფაქტები“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
გაზეთ The Wall Street Journal-მა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა მიაღწია დაბალი ნდობის დასკვნას, რომ კორონავირუსის გავრცელება ლაბორატორიული გაჟონვის შედეგად დაიწყო.
ჯონ კირბი არ ადასტურებს და არ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას.