logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: აშშ-ის მთავრობაში ჯერ კიდევ არ არის კონსენსუსი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კორონავირუსის პანდემია
- +

1 მარტი. 2023. 01:26

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობაში ჯერ კიდევ არ არის კონსენსუსი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კორონავირუსის პანდემია.

[აშშ-ის] სადაზვერვო საზოგადოება და დანარჩენი მთავრობა ჯერ კიდევ სწავლობს ამ საკითხს. საბოლოო დასკვნა არ გაკეთებულა. ის, რაც პრეზიდენტს სურს, არის ფაქტები“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

გაზეთ The Wall Street Journal-მა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა მიაღწია დაბალი ნდობის დასკვნას, რომ კორონავირუსის გავრცელება ლაბორატორიული გაჟონვის შედეგად დაიწყო.

ჯონ კირბი არ ადასტურებს და არ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner