ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება უმთავრესი პრიორიტეტია.
„ახლა დროა, რომ მოვახდინოთ [განაცხადების] რატიფიცირება და სრულად მივესალმოთ როგორც ფინეთს, ასევე შვედეთს, როგორც [ნატოს] წევრებს“, -აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
27 თებერვალს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შვედეთთან და ფინეთთან ნატოში გაწევრიანების შესახებ 9 მარტს განახლდება.
იანვარში თურქეთმა გააუქმა მოლაპარაკებები შვედეთთან და ფინეთთან მათ განაცხადებზე მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციაზე სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის ასლი დაწვეს.
16 თებერვალს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დროა თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადების რატიფიცირება მოახდინოს.
1-ელ თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ, თუმცა მხარს არ უჭერს შვედეთის განაცხადს.