logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში მშპ-ის ასეთი მაღალი ზრდა აქვთ
- +

28 თებერვალი. 2023. 22:03

ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, 2023 წლის იანვარში დაფიქსირებული მშპ-ის ზრდა არის სამთავრობო პოლიტიკისა და არჩეული სტრატეგიის შედეგი. ასე შეაფასა მან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4% შეადგინა.

„პირველ რიგში, ეს არის სამთავრობო პოლიტიკის შედეგი. თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში ასეთი მაღალი ზრდა აქვთ. ზოგადად, ეს არის იმ სტრატეგიის შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია“, - აცხადებს ცუცქირიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner