logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: მშპ-ის ზრდა მიღწეულია არა რომელიმე ცალკეული სეგმენტის ხარჯზე, არამედ კომპლექსურად, ფაქტობრივად, ეკონომიკის თითქმის ყველა დარგის საფუძველზე
- +

28 თებერვალი. 2023. 22:04

ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, 2023 წლის იანვარში დაფიქსირებული მშპ-ის ზრდა მიღწეულია არა რომელიმე ცალკეული სეგმენტის ხარჯზე, არამედ კომპლექსურად, ფაქტობრივად, ეკონომიკის თითქმის ყველა დარგის საფუძველზე. ასე შეაფასა მან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4% შეადგინა.

„ზრდა მიღწეულია არა რომელიმე ცალკეული სეგმენტის ხარჯზე, არამედ კომპლექსურად, ფაქტობრივად, ეკონომიკის თითქმის ყველა დარგის საფუძველზე. ეს იძლევა საშუალებას, დავასკვნათ, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს საკმაოდ მაღალი ზრდის მაჩვენებელი“, - აცხადებს არჩვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner