logo_geo
eng_logo
გორში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
- +

1 მარტი. 2023. 10:10

 

 

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში სროლა იყო. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია ახალგაზრდა კაცი, მეორე დაჭრილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

 

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ავტოსახელოსნოში მოხდა. შსს -ს ინფორმაციით ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner