logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: პაატა ბურჭულაძის საყურადღებოდ!
- +

30 აგვისტო. 2016. 19:37



„მემარცხენე ალიანსის" ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს:


 

პაატა ბურჭულაძის საყურადღებოდ!

ანეკდოტია ასეთი:-

ენაბლუ ტიპი ბაზარში ყიდის კარტოფილს.

მიდის კლიენტი და ეკითხება:-

- რა ღირს კარტოფილი?

- სა-სა-სა-სა-მი-მი-მი-მი-მი ლარი - პასუხობს ენაბლუ.

- აბა, კაცურად, თქვი ორი! - ეუბნება კლიენტი.

- ორი! - უცებ თქვა ენაბლუმ.

- მერე გაყიდე ორად, რას იტანჯები?

აი, ასეა დაახლოებით ჩვენი ნაც-ბანის საქმე!

ბურჭულაძე !!!!

ვერ ლაპარაკობ - აშკარად ბლუყუნებ!

ჰოდა, წადი, იმღერე რა", - წერს სვანიძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner