logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა
- +

1 მარტი. 2023. 15:10

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

 

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს და  ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის  მნიშვნელობას.

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო დავით სონღულაშვილის სამუშაო ვიზიტს სომხეთში, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner