logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ვერ ვხვდები, რა მიზეზით უნდა დაუჭირონ მხარი სანდრა რულოვსს
- +

30 აგვისტო. 2016. 19:41



პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე „რეპორტიორთან" საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში სანდრა რულოვსის კანდიდატურა დაასახელა. არეშიძის შეფასებით, ეს სააკაშვილის მისტიkური სვლა იყო და ეჭვობს, არჩევნებში სანდრა რულოვსმა წარმატებას მიაღწიოს.

 

 

„საქართველოს ყველა რეგიონისგან განსხვავებით სანდრა რულოვსი ბოლოს ყველაზე ახლოს იყო სამეგრელოსთან, ყოველ შემთხვევაში, ამგვარად პოზიციონირებდა, რომ ის არის განსაკუთრებით დაინტერესებული მეგრული კულტურით, ასე ჩანდა ყველაფერი. მეორე მიზეზი ალბათ ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი რევოლუცია და მისი წარმატება იწყება სამეგრელოდან. ეს ალბათ, სააკაშვილის მისტიკური სვლა არის, რომ მაინცდამაინც სამეგრელოდან უნდა, რომ დაიწყოს მისი წარმატება. ალბათ ამას ფიქრობს.

 

აქვე, სააკაშვილი ალბათ თვლის, რომ სამეგრელოში განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ჰყავს.

 

თუ  სამეგრელოში ღირსეული კანდიდატები არიან წარდგენილი, ვერ ვხვდები, რა მიზეზით უნდა დაუჭირონ მხარი სანდრა რულოვსს და ეჭვი მეპარება ამ არჩევნებზე სანდრას გამარჯვებაში", - აცხადებს მამუკა არეშიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner