logo_geo
eng_logo
საქართველოს ფოსტასა და კასპის მერიას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
- +

1 მარტი. 2023. 18:20

 

 

დღეს, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ - მუზეუმში კასპის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „საქართველოს ფოსტა“-სა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანება“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს საფოსტო მარკის, რომელზეც ივანე ჯავახიშვილია გამოსახული - შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხის ნაწილის კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადმორიცხვას. აღნიშნული თანხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება.

 

მემორანდუმს  ხელი მოაწერეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, შპს „საქართველოს ფოსტა“-ს გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner