„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ხშირად ვუყურებ ხოლმე 1989 წლის 9 აპრილის კადრებს (რომლის მონაწილეც ჩემს მეგობრებთან და მშობლებთან ერთად ვიყავი)!
ვაკვირდები იმ სულისკვეთებას და გმირულ შემართებას, რომელიც მაშინ სუფევდა! და ამ ძველი კადრების შემხედვარე ერთი ფიქრი მიპყრობს - ნუთუ 1989 წელს სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ეს გმირი ერი - შევარდნაძიდან დაწყებული და შემდეგ გაგრძელებული - ასე ადვილად აქციეს მხოლოდ გაძღომაზე და ფულის შოვნაზე მეოცნებე მასად ⁉️
უცხოელი ტურისტების მომსახურე პერსონალად, ყოველგვარი სულიერებისგან დაცლილ მოჯამაგირეებად - სადაც სამშობლო და თავისუფლება დასაცინ ცნებებად არის ქცეული!
ვინც ღირსეული იყო - მათი დიდი ნაწილი გააქციეს სამშობლოდან და საქართველოში დარჩენილთა მხოლოდ 20% თუ ექნება შემორჩენილი ის სულისკვეთება, რომელიც 9 აპრილს სუფევდა!
აასრულეს სულაძაღლებული ნიკიტა ხრუშოვის ოცნება - „საქართველო ქართველების გარეშე”!
სისხლისგან იცლება ჩვენი სამშობლო, ჩვენს უნიჭიერეს და ნამდვილ ქართველებს აიძულებენ ემიგრაციაში ეძებონ გამოსავალი!
ბოდიში ჩემო ქართველებო , ბოდიში ჩემო ემიგრანტებო - ბოდიში რომ ვერ შევძელით თქვენი დაცვა - ბოდიში, რომ ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე თავმოყვარე ერი იმ მასად აქციეს, რასაც დღეს ვხედავთ!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.