logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ბოდიში ჩემო ემიგრანტებო - ბოდიში რომ ვერ შევძელით თქვენი დაცვა
- +

1 მარტი. 2023. 18:57

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ხშირად ვუყურებ ხოლმე 1989 წლის 9 აპრილის კადრებს (რომლის მონაწილეც ჩემს მეგობრებთან და მშობლებთან ერთად ვიყავი)!

 

ვაკვირდები იმ სულისკვეთებას და გმირულ შემართებას, რომელიც მაშინ სუფევდა! და ამ ძველი კადრების შემხედვარე ერთი ფიქრი მიპყრობს - ნუთუ 1989 წელს სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ეს გმირი ერი - შევარდნაძიდან დაწყებული და შემდეგ გაგრძელებული - ასე ადვილად აქციეს მხოლოდ გაძღომაზე და ფულის შოვნაზე მეოცნებე მასად ⁉️

 

უცხოელი ტურისტების მომსახურე პერსონალად, ყოველგვარი სულიერებისგან დაცლილ მოჯამაგირეებად - სადაც სამშობლო და თავისუფლება დასაცინ ცნებებად არის ქცეული!

 

ვინც ღირსეული იყო - მათი დიდი ნაწილი გააქციეს სამშობლოდან და საქართველოში დარჩენილთა მხოლოდ 20% თუ ექნება შემორჩენილი ის სულისკვეთება, რომელიც 9 აპრილს სუფევდა!

 

აასრულეს სულაძაღლებული ნიკიტა ხრუშოვის ოცნება -საქართველო ქართველების გარეშე”!

 

სისხლისგან იცლება ჩვენი სამშობლო, ჩვენს უნიჭიერეს და ნამდვილ ქართველებს აიძულებენ ემიგრაციაში ეძებონ გამოსავალი!

 

ბოდიში ჩემო ქართველებო , ბოდიში ჩემო ემიგრანტებო - ბოდიში რომ ვერ შევძელით თქვენი დაცვა - ბოდიში, რომ ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე თავმოყვარე ერი იმ მასად აქციეს, რასაც დღეს ვხედავთ!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner