ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემო საქართველოში სანიმუშოა.
„მიმდინარე წინასაარჩევნო გარემო სანიმუშოა იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გამოვიარეთ. 2013 საპრეზიდენტო და 2014 ადგილობრივი არჩევნები ყველაზე უკეთესი იყო.
თუ კორცხელის ინციდენტს არ ჩავთვლით, ყველგან სიმშვიდეა და პროვოკაციებს ადგილი არ აქვს.
ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება, თავის ამომრჩეველს ესაუბროს", - განაცხადა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა.