logo_geo
eng_logo
ბლინკენი: მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პუტინმა ომი დაიწყო
- +

1 მარტი. 2023. 23:57

 

ჩვენ მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, - განაცხადა ყაზახეთში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ჩვენ მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა [უკრაინაში] ომი დაიწყო. მინდა მადლობა გადავუხადო ყაზახეთის ხალხს უკრაინისათვის საკვების, ტანსაცმლის, მედიკამენტებისა და სხვა ჰუმანიტარული მარაგების მიწოდებისთვის, მათ შორის, კიევსა და ბუჩაში უძლეველობის იურტების მოწყობისთვის, სადაც უკრაინელებს შეუძლიათ, იპოვონ სითბო და ომისგან მოსვენება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner