"ამ ბოლო დროს გახშირდა ძალიან: „ამ თემის განხილვა არის რუსული, იმ თემის განხილვა არის რუსული“ - და ეს არის დასავლური, რომ საუბარი აგიკრძალონ რაღაც თემაზე?! ტაბუ დაადონ რაღაც თემას?! - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აღნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ნარატივი წამოიწყო.
„ნაცების“ გაგებით, ამ თემაზე თუ ილაპარაკებ, ეს არის რუსული, ამ თემას თუ განიხილავ, ესეც რუსულია. ახალი ნარატივი წამოვიდა. რუსეთშიც კი და ჩრდილოეთ კორეაშიც, დღევანდელ მოცემულობაში, არ მეგულება, რომ აი ასე ბოლომდე ამას ბედავდნენ. საოცრებაა, ჩვენთან რაც ხდება. კიდევ კარგი დღეს ხელისუფლებაში არ არიან. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი მთლად ამდენს ასე არ ამბობდნენ. მაშინ არ უთქვამთ ასეთი რაღაც. ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, მაგრამ „ამის განხილვაც არის მოღალატეობრივიო“ [არ უთქვამთ]. რაღაც თემაზე საუბარი როგორ შეიძლება იყოს რუსული, მოღალატეობრივი, მტრული?!“, - განაცხადა მდინარაძემ.