რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ნარმანია ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლას ემსხვერპლა. მისი დანაყოფი იმ წერტილში იბრძოდა, რომელიც რუსული არტილერიით დაიბომბა.
გიორგი ნარმანია 37-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც რუსულ აგრესიას შეეწირა უკრაინაში.