logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: „ჰეროკრატია“ მიახლოებულია იმ რეალობასთან, რაც ციხეებში ხდებოდა
- +

30 აგვისტო. 2016. 19:53



უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „რეპორტიორთან"გოგა ხაინდრავას ფილმზე „ჰეროკრატია" საუბრობს. კაკაბაძის თქმით, მნიშვნელოვანია ეს ფილმი იმდენად, რამდენადაც მომავალი თაობა ნახავს, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პერიოდში.


„ფილმ „ჰეროკრატიას" ყოფილ პოლიტპატიმრებთან და იმ პატიმრებთან ერთად ვუყურე, რომლებმაც ეს 9-წლიანი ჯოჯოხეთი გამოიარეს ციხეებში. ყველა, ვინც ეს ფილმი ნახა, ამბობდა, რომ „ჰეროკრატია" არის მიახლოებული იმ რეალობასთან, რაც ციხეებში ხდებოდა. საყურებლად ძალიან მძიმე სურათია, იმდენად, რამდენადაც ეს რეალობაც ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გოგა ხაინდრავამ გააკეთა. იგი ფაქტობრივად მემატიანის როლს ასრულებს, ქმნის ამ ისტორიას და უტოვებს შთამომავლობას, რათა ნახონ, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა.

 

მას შემდეგ, რაც „ჰეროკრატიას" ტელევიზიით საზოგადოება იხილავს, საშუალება ექნებათ, შეაფასონ ეს ყველაფერი და არჩევნების დროს იყვნენ ფხიზლად, რომ ეს ადამიანები, თუნდაც მინიმალური რაოდენობითაც, არ მოხვდნენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და არ მიეცეთ იმის საშუალება, რომ კიდევ რაიმე სახის პოლიტიკა აწარმოონ ქვეყანაში", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner