logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: აშშ-ში ვიზიტი ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა საგარეო ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან
- +

2 მარტი. 2023. 11:10

 

 

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ფორმატში გაზრდილია თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორთან.

 

 ყველა ფორმატში გაზრდილი გვაქვს ინტენსიობა. ჩვენ ვართ რამშტაინის ჯგუფის მონაწილე. ეს ვიზიტი თავისთავად ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა ჩვენი საგარეო ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ის დაფინანსებაც და სამომავლო გეგმებიც, რაც ჩვენ დავისახეთ რა, თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან.

 

მინისტრის განმარტებით, საუბარი შეეხებოდა იმ საჭიროებებს, რაც საქართველოს უდგას შეიარაღების თვალსაზრისით. „ჩვენ განვიხილეთ ის საჭიროებები, რაც საქართველოს უდგას შეიარაღების თვალსაზრისით. მომზადებული გვაქვს გრძელვადიანი პერსპექტივის გეგმა, თუ რა საჭიროებები დგას თავდაცვის ძალების წინაშე 2030 წლამდე. ეს გეგმა პარტნიორებთან ერთად შევადგინეთ. ჩვენ გეგმაზე ვისაუბრეთ, თუ რა დავისახეთ მიზნად ჩვენი რესურსით. ასევე იმ პოტენციურ დახმარებაზე, რაც შეიძლება იყოს მიღებული ჩვენი პარტნიორებისგან.“

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner