logo_geo
eng_logo
საბურთალოს რაიონში, რამდენიმე მისამართზე წყლისა და წყალარინების ქსელი განახლდება
- +

2 მარტი. 2023. 13:10

 

 

საბურთალოს რაიონში,  ნასიძის ქ. N 11-სა და N 17ა-ში, ასევე, ყაზბეგის გამზირის N 31 ა-ში წყლისა და წყალარინების  ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ნოზაძის ქ. N2-ში კი წლის სისტემა იცვლება.  სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემა 240  ოჯახს მოუგვარდება.

 

პროექტები  საბურთალოს გამგეობის 100%-იანი დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 216 454 ლარია. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის წესის“ მიხედვით, წყალარინების ქსელის განახლების  ღირებულების 5% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და შემდგომ მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner