ავტორი ანა ნონიკაშვილი
„არაფერი არ იმალება და ძალიან მალე გაცხადდა, რომ ბურჭულაძე არის „ნაციონალური მოძრაობის" პროექტი",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია პაატა ბურჭულაძის გაერთიანებას „გირჩთან", გიორგი ვაშაძესთან და „ახალ მემარჯვენეებთან".
ქანთარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" და პაატა ბურჭულაძის კავშირი თავიდანვე შესამჩნევი იყო.
„ბურჭულაძე როგორც კი გამოვიდა ასპარეზზე, ეჭვი გამოიწვია. მაშინვე აღვნიშნე, რომ ადამიანი, რომელიც 50 წლის გახდა, ჰქონდა მშვენიერი კარიერა და არასდროს გაუკეთებია პოლიტიკური განცხადება, საზოგადოებრივი აქტიურობით არ გამოუჩენია თავი იმ საშინელებების დროს, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, არ იყო სანდო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ერთად აღებული და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" ნამსხვრევებთან შეერთება, ბუნებრივია, ადასტურებს, რომ ბურჭულაძე წინა ხელისუფლების პროექტია",- განაცხადა ქანთარიამ.