logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა
- +

2 მარტი. 2023. 13:55

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა, აგატა ნიებოიმ.

 

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს, დონორ ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

 

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის დელეგაციის წევრები, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კონფერენციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საჭიროებების ანალიზის შედეგების წარდგენა, ასევე, უწყებაში მიმდინარე და ინიცირებული რეფორმებისა და სიახლეების, დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიწოდება.

 

სტუმრებს ინფორმაცია მიეწოდათ შემდეგი მიმართულებებით: კრიზისების მართვა, ადამიანის უფლებების დაცვა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია, საზღვრის და მიგრაციის მართვა.

 

კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“- ფარგლებში გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner