logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრს და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

2 მარტი. 2023. 13:59

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრს ტიბორ ნავრაჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონული განვითარების საკითხში კულტურის როლზე  იმსჯელეს და  ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

„მინისტრმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ და აღნიშნა, რომ უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი აქტიური გულშემატკივარია. ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის უნიკალურ კულტურასა თუ ისტორიას და მის მნიშვნელობას მთელი ევროპისათვის“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

კომიტეტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ლორინც ნასას. შეხვედრაზე საპარლამენტო დიპლომატიის  როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

„საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების არსებობა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით და   აძლიერებს  პარლამენტის ფუნქციონირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner