logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილს გამოჯანმრთელება არ სურს
- +

2 მარტი. 2023. 14:49

 

 

„არასერიოზულია AMNESTY INTERNATIONAL-ის და Human Rights Watch-ის განცხადება, რომელიც სააკაშვილის არასათანადო მკურნალობას და მისი სამედიცინო თვალსაზრისით გათავისუფლებას შეეხება. რაც შეეხება არასათანადო მკურნალობას, ვთხოვ AMNESTY INTERNATIONAL-ს და Human Rights Watch-ს დაასახელოს თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო, რომლის მიზანიც პატიმრის არასათანადო მკურნალობაა, მას არა ციხეში, არამედ კერძო საავადმყოფოში ამყოფებს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, სამწუხაროდ ისეთ ორგანიზაციას როგორიც AMNESTY INTERNATIONAL და Human Rights Watch-ია ავიწყდება პრემიერის მნიშვნელოვანი შეთავაზება, სახელმწიფო მზად არის, საქართველოში ჩამოიყვანოს სააკაშვილის ოჯახის მიერ დასახელებული ნებისმიერი ექიმი, რათა მისი მკურნალობა ადგილზე მოხდეს:

 

„მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს! სახელმწიფოს მიზანი, რომ სააკაშვილისთვის არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების მიღება იყოს, მას ციხის საავადმყოფოში ამყოფებდნენ და არა კერძო კლინიკაში, სადაც მკურნალობისთვის ყველა პირობა არსებობს. სამწუხაროდ ისეთ ორგანიზაციას როგორიც AMNESTY INTERNATIONAL და Human Rights Watch-ია ავიწყდება პრემიერის მნიშვნელოვანი შეთავაზება, სახელმწიფო მზად არის, საქართველოში ჩამოიყვანოს სააკაშვილის ოჯახის მიერ დასახელებული ნებისმიერი ექიმი, რათა მისი მკურნალობა ადგილზე მოხდეს. სააკაშვილის ოჯახმა, პრემიერის შეთავაზება უგულებელყო, რადგან სააკაშვილის არ ჭირს ისეთი დაავადება, რომელსაც ჩვენი ექიმები ვერ მკურნალობენ. მეორე მიზეზი კი უფრო მარტივია, სააკაშვილს გამოჯანმრთელება არ სურს!

 

განცხადებაში მეორე საკითხი სააკაშვილის სამკურნალო მიზნით გათავისუფლებას შეეხება. ისინი არა სასჯელის გადავადებას, არამედ გათავისუფლებას ითხოვენ! კანონის წინაშე ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტი არ არსებობს, დამნაშავემ სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს, რა ქმედითუუნარობაზეა საუბარი, როდესაც ყველანი კარგად ვხედავთ, რა მოცულობის წერილებს წერს პატიმარი, ასხვისებს საკუთარ ქონებას, აბულინგებს ექიმებს, ადგენს დასაჭერთა სიას და ა. შ. როგორ შეიძლება ამის გამკეთებელი ადამიანი უუნარო იყოს? რეალობას თვალი გაუსწორეთ, სააკაშვილით თამაშს შეეშვით და პატივი ეცით ჩვენს სუვერენიტეტს“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner