logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით
- +

30 აგვისტო. 2016. 20:46



კომპანია „ჯიდი თრეიდის" ხელმძღვანელი, გიორგი ოსეფაშვილი პრემიერის ინიციატივას აფასებს.


როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება შესაძლოა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდეს.


„მაქსიმალურად დეტალურად იქნება განხილული ყველაფერი. ელემენტარულად, ისიც რომ ახსენა, რომ ყადაღა ასე მარტივად არ უნდა ედებოდეს ბიზნესებს, როცა იქ შესაძლოა, რამე ტექნიკური შეცდომა ყოფილიყო. ყველა უნდა იყოს დაცული პატარა შეცდომის დაშვებისგან რომ, რომ ამას არ მოჰყვეს რაიმე ცუდი შედეგი", - აცხადებს ოსეფაშვილი.


პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა მუშაობს დამატებით საკანონდებლო ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება.

 

„მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით. მაგალითად, ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს განაჩენის გარეშე არ იქნება შესაძლებელი, ესეც მოხდება მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებაზე, როგორიცაა კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირება, ასევე ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner