logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: მადლობა ირაკლი ჟვანიას, ეს უჩინარი კაცი რომ „აღმოგვაჩენინა“
- +

2 მარტი. 2023. 15:30

 

 

ეს კაცი ოლეგ გელაშვილია, მას თითქმის ყველა ქართველი მოქანდაკე იცნობს, იცნობენ  პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, იცნობენ  ევროპაშიც, თუმცა საქართველოში  მასზე არასოდეს დაუწერიათ, არც სიუჟეტი მოუმზადებიათ და არც ოლეგის ჰქონია მცდელობა, ამ კუთხით  თავი გამოეჩინა, თავისთვის, უსაყვედუროდ აკეთებდა იმ საქმეს , რომელიც 1985 წელს დაიწყო ელგუჯა ამაშუკელის მხარდაჭერით, ოლეგ გელაშვილი  მარადისობისთვის ამზადებს ქანდაკებებს, ანუ ბრინჯაოში ასხამს, რაც იმას ნიშნავს რომ ძეგლი საუკუნეებს გაუძლებს, 35 წლის მანძილზე ზარების ჩამოსხმის საიდუმლოც ამოხსნა და  დღეს ეკლესიებში ოლეგ გელაშვილის ჩამოსხმული 4000 მეტი ზარი რეკავს. ოლეგის ჩამოსხმულია თითქმის ყველა ცნობილი ძეგლი  დავით აღმაშენებლიდან დაწყებული  ვახტანგ გორგასლით დამთავრებული. უამრავი საინტერესო ამბავი აქვს გასახსენებელი, დავით აღმაშენებლის  ძეგლი ავტორს ტრადიციულად ლენინგრადში უნდა ჩამოესხა. ოლეგს   დაუჟინია, ჩვენი მეფე ჩვენ  გავაკეთოთო,  მერაბ ბერძენიშვილი ყოყმანობდა, რადგან ამ  მოცულობის ძეგლი საქართველოში არასოდეს ჩამოესხათ, ოლეგმა ნდობა გაამართლა... დღეს იგონებს, აღმაშენებლის ცხენის  ფერდები ლენინის გამდნარი თავებით როგორ  ჩამოასხა,, ქართლის დედის ფიალაში  კი ცამეტი კაცი ეტევაო, ყველა ძეგლს და ქანდაკებას ავტორზე ნაკლებ ემოციას და შრომას როდი ახარჯავს.  მისი მთავარი ქანდაკება კი ამ სამი წლის წინ გამოძერწა, ეს მისი მეუღლის ბიუსტი იყო, რომელიც საფლავზე უნდა დაედგა, ყოველ საღამოს გამოჰყავდა ნაკვთები,  ვცდილობდი,ეს პროცესი გახანგრძლივებულიყოო და  რომ დაასრულა უთქვამს- აწი  ვეღარ მოკვდები!!!

 

ძეგლი ადამიანის სული და გულია, მისი ცხოვრება, ხასიათი,  განვლილი გზაცაა და მისი მომავალიც.

 

რამდენიმე დღის წინ ოლეგ გელაშვილის საქმის დამფასებელმა ამერიკელმა ცოლ-ქმარმა  დააფინანსა  წიგნი- ბრინჯაოში ჩამოსხმული საქართველო და იგი ოლეგ გელაშვილის ნამუშევრების ალბომია.

 

ახლა ოლეგი გიორგი სააკაძის ძეგლზე მუშაობს, რომელიც მარტყოფის ბრძოლის 500 წლისთავისათვის მარტყოფის ველზე დაიდგმება!

 

მადლობა ირაკლი ჟვანიას, ეს  უჩინარი კაცი რომ  აღმოგვაჩენინა“.

 

ფოტოები გადაიღო ზაქარია ჭელიძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner