ავტორი მარიამ პაიჭაძე
„ჰეროკრატია" არის იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება და რომ ის ყველაფერი, რაც ფილმშია ნაჩვენები, არაფრით არ უნდა დაუშვან", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეპორტიორთან" საუბარში. მისი თქმით, საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას" სათანადო ადგილი უნდა მიუჩინოს, მისი ლიდერები კი სათანადოდ დაისაჯონ.
„ეს ფილმი არის მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც არათუ შეცდომა უნდა გამოასწორონ, არამედ არ უნდა დაუშვან ასეთი სასტიკი, არაადამიანური პოლიტიკური რეჟიმის არათუ მოყვანა ხელისუფლებაში, არამედ თუნდაც მცდელობა ასეთი ქმედებისა.
საზოგადოება ამ ჯალათებსა და მკვლელებს მიუჩენს სათანადო ადგილს, ამ პოლიტიკურ-დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელსაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც არის ქართული ნაციონალურ-სოციალისტური პარტია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნას აკრძალული და ამოღებული პოლიტიკური ლექსიკონიდან, ხოლო მისი ლიდერები სათანადოდ დაისაჯონ. „ჰეროკრატია" არის სწორედ რეკვიემი მათთვის", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.