„ახლა ვიტყვი პირდაპირ, მოკლედ და კონკრეტულად. დღეს პარლამენტში მიცვივდნენ ჯაშუშები და გააპროტესტეს ამერიკული კანონი. ამბობენ, რომ რუსულია, მაგრამ არის ამერიკული და პირდაპირ ნათარგმნი. ისმის კითხვა - რატომ აპროტესტებენ ჯაშუშები ამერიკულ კანონს?“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარლამენტში მიმდინარე კომიტეტების სხდომას, სადაც „ხალხის ძალის“ კანონპროექტს დაძაბულობის ფონზე განიხილავენ.
გაბრიჭიძე პარლამენტში მისულ ოპოზიციის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, ჯაშუშებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი „სხვადასხვა ძალების მიერ მართული კაცუნები არიან“.
„ახლა ვიტყვი პირდაპირ, მოკლედ და კონკრეტულად: დღეს პარლამენტში მიცვივდნენ ჯაშუშები და გააპროტესტეს ამერიკული კანონი. ამბობენ, რომ რუსულია, მაგრამ არის ამერიკული და პირდაპირ ნათარგმნი. ისმის კითხვა - რატომ აპროტესტებენ ჯაშუშები ამერიკულ კანონს? პასუხი მარტივია - არაფერი დემოკრატიული და გამჭვირვალე მათ არ აინტერესებთ, ისინიც ხომ სხვადასხვა ძალების მიერ მართული კაცუნები არიან,“ - წერს გაბრიჭიძე ფეისბუკზე.