logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე ლაშა ტუღუშის ინიციატივაზე: 2016 წელს თავად არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის დაფინანსებული კვლევის საფუძველზე ითხოვდნენ იგივეს, რასაც კანონი ითხოვს, საინტერესოა, რა შეიცვალა მას შემდეგ
- +

2 მარტი. 2023. 18:40

 

 

„ვნებათაღელვების ფონზე დოკუმენტებით საუბარი და წარსულის გახსენება მოდაში აღარ არის, მაგრამ დოკუმენტები არ იწვიან და არც მათი ავტორები არ გამქრალან არსად,“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრის სოზარ სუბარის გამოსვლას, სადაც „ხალხის ძალის“ კანონპროქტებს განიხილავენ.

 

მისი თქმით, როგორც ახლახან გახდა ცნობილი კომიტეტის სხდომაზე, 2016 წელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის დაფინანსებულ კვლევის საფუძველზე ითხოვდნენ იგივეს, რასაც კანონი ითხოვს.

 

„ვნებათაღელვების ფონზე დოკუმენტებით საუბარი და წარსულის გახსენება მოდაში აღარ არის, მაგრამ დოკუმენტები არ იწვიან და არც მათი ავტორები არ გამქრალან არსად. არც ისე დიდი ხნის წინ, 2016 წელს თავად არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის დაფინანსებული კვლევის საფუძველზე, ითხოვდნენ იგივეს, რასაც კანონი ითხოვს. ამაზე ახლახან გაცხადდა კომიტეტის სხდომაზე. საინტერესოა, რა შეიცვალა მას შემდეგ?“ - წერს ანჯაფარიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner