logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ამერიკული კანონის პროექტი ეფუძნება 2016 წელს, „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“ პოლიტიკის დოკუმენტის დასკვნებს, რომლის ავტორები ლაშა ტუღუში და ალეკო ცქიტიშვილი არიან
- +

2 მარტი. 2023. 19:35

 

 

„ამერიკული კანონის FARA-ს ანალოგის მიღების მიზანია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, ენჯეოების და მედიების მიერ, კანონით და მათი წესდებით განსაზღვრულ სხვადასხვა აქტივობების შესახებ, პერიოდული საჯარო ინფორმაციის გამჟღავნება,“ - ასე ეხმიანება საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვას.

 

მისი თქმით, გამჭვირვალობის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილდებათ უცხოეთიდან დაფინანსებული პირების საქმიანობის შეფასება. როგორც ვლადიმერ ბოჟაძე აღნიშნავს, 2016 წელს, „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“ პოლიტიკის დოკუმენტში, საქართველოში არსებულ არასამთავრობო სექტორს „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტის მსგავსი რეკომენდაციები ჰქონდათ.

 

„ამერიკული კანონის FARA-ს ანალოგის მიღების მიზანია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, ენჯეოების და მედიების მიერ, კანონით და მათი წესდებით განსაზღვრულ სხვადასხვა აქტივობების შესახებ, პერიოდული საჯარო ინფორმაციის გამჟღავნება, მათ შორის: თავიანთი ურთიერთობა უცხოელ დამფინანსებლებთან, აქტივობები და ქმედებები, ქვითრები და გადახდები აღნიშნული საქმიანობის მხარდასაჭერად. საჭირო ინფორმაციის გამჟღავნება გაუადვილებს ქართველ ხალხს უკეთ შეაფასოს ამ პირების საქმიანობა. ამერიკული კანონის პროექტი ეფუძნება 2016 წელს, „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“ პოლიტიკის დოკუმენტის (ავტორები: ლაშა ტუღუში, გოგიტა ღვედაშვილი, ალეკო ცქიტიშვილი, ანა გურიელი) დასკვნებს:

 

1.კვლევის ფარგლებში ნათლად გამოიკვეთა, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო გრანტების გაცემა, ქვეყნის დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერასთან ერთად, საგულისხმო გამოწვევებთან არის დაკავშირებული.

 

  1. საკანონმდებლო ბაზის ანალიზი ნათლად მიუთითებს, რომ რუსეთიდან მომდინარე ასიმეტრიული და ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე საქართველოს კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული სათანადო ბერკეტები ეფექტური რეაგირებისათვის.

 

  1. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც ხელს შეუწყობს წარმოდგენილი რისკების შემცირებას და, ამასთანავე, პროპაგანდასა და „რბილ ძალასთან“ ბრძოლის დემოკრატიული ინსტრუმენტების გაძლიერებას. ასევე ამავე კვლევის რეკომენდაციებს:

 

  1. უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში რეგისტრირებული ის არასამეწარმეო იურიდიული პირები, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან;

 

  1. რეესტრში პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის უნდა შეიცავდეს: გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს;

 

  1. საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ არასამეწარმეო იურიდიულ პირს უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემთხვევაში კანონმდებლობით უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რეესტრში წარადგინოს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;

 

  1. საქართველოს კანონმდებლობით ცალსახად უნდა განისაზღვროს რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებისა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაციის გამჭვირვალობა - აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის;

 

  1. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი უნდა იყოს, გადაამოწმოს რეესტრისთვის წარდგენილი მონაცემების სისწორე, ამ მიზნით კოორდინირებულად ითანამშროლოს საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან,“ - წერს ბოჟაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner