„ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვისას სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მონების ფსიქოლოგიაა დავალების შემთხვევაში ცალ ფეხზე დგომა. „ჭეშმარიტი მონის ფსიქოლოგია - მისთვის ევროპა, დავალების შემთხვევაში, ცალ ფეხზე დგომაა… ჩვენთვის ევროპა ღირებულებები,“ - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.