logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: რა უფლებით ლაპარაკობთ ღირებულებებზე ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაგაჩნიათ დედამიწის ზურგზე? თავმოყვარეობა არ გაგაჩნიათ, ღირსება არ გაგაჩნიათ
- +

2 მარტი. 2023. 20:20

 

"რა უფლებით ლაპარაკობთ ღირებულებებზე ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაგაჩნიათ დედამიწის ზურგზე? თავმოყვარეობა არ გაგაჩნიათ, ღირსება არ გაგაჩნიათ. ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვიძახი. დგახართ აქ და ვაჭრობთ იმით, რომ „ამერიკამ თქვა, 27-მა ქვეყანამ თქვა“. თხუთმეტმა ქვეყანამ თქვა, საბჭოთა კავშირი უნდა ვიყოო და 5 ადამიანი გამოვედით და ვთქვით, რომ არ არის ეს მისაღები. რა არის ეს მონური დამოკიდებულება? - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

რა უბედურება გჭირთ, ხალხო? რა მნიშვნელობა აქვს, ამერიკული არის თუ არ არის ეს კანონი? დიახ, ბარბაროსულია ამერიკული კანონების უმეტესობა, რასაც მე არ ვეთანხმები. როგორ ფიქრობთ, ნორმალურია, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები გუანტანამოს ციხეებზე ვერ საუბრობენ? ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ ევროპული ორიენტაცია და ვთქვით, რომ ვართ ევროპული საბჭოს წევრი ქვეყანა, რომ ჩვენი სტანდარტი არის ევროპული და არა ამერიკული. თავში ქვა უხლია ყველანაირ კელი დეგნანს. რა თქვა და სისულელეების გარდა არაფერი უთქვამს. რატომ გიჭირთ იმის თქმა, რომ კი ბატონო, ამერიკას წარმოადგენს, მაგრამ სისულელეებს ლაპარაკობს. რატომ გიჭირთ? იმიტომ რომ მონურია ეს თქვენი მორჩილება, არ არის ღირებულებებზე დაფუძნებული. თქვენ არანაირი ევროპა არ გაინტერესებთ. ევროპაში მაღაზიები თუ გაინტერესებთ, სხვა რამეა, მაგრამ ღირებულებები ეს არ არის“, - განაცხადა კაკაბაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner