logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ღირსება და ერთადერთი, რაც გვინდა, ეს არის პატიოსანი თამაშის წესები
- +

2 მარტი. 2023. 23:55

 

"ჩვენ გვაქვს ღირსება და ერთადერთი, რაც გვინდა, ეს არის პატიოსანი თამაშის წესები. ერთი მხრივ არ შეიძლება ითხოვდე დეპოლარიზაციას და მეორე მხრივ აფინანსებდე პოლარიზაციას, - ასე შეაფასა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებები.

როდესაც ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებ და თან ითხოვ დეპოლარიზაციას, ეს ხომ გამორიცხულია?! ისეთ რამეს თუ გთხოვს, რასაც ვერ შეასრულებ ,რა გამოდის?! ამიტომ ჩვენ ვითხოვთ პატიოსანი თამაშის წესებს, სხვანაირად არც ევროკავშირი იქნება, არც სუვერენიტეტი და არც მშვიდობა. ჩვენ გვინდა დეპოლარიზაცია, სწორი მიმართულებით სვლა და ეს გამჭვირვალობის გარეშე არ გამოვა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner