logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საქართველოში ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაციაა, სადაც კეთილსინდისიერი ხალხი მუშაობს
- +

2 მარტი. 2023. 23:59

 

დღეს გამოჩნდა, რომ ვინც მართლა ჯაშუშია, იმან ტერმინი „აგენტი“ თავის თავზე მიიღო - „ქურდს ქუდი ეწვოდეს“ იყო დღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში უამრავი კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციაა.

„საქართველოში არის უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კეთილსინდისიერად დაკავებულია იმ საქმიანობით, რომელიც ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებში შედის. ეკლესიის მაგინებლები და ისინი, ვინც სცენაზე გამოდიან და მთავრობის გადადგომას ითხოვენ, რაოდენობრივად ასეთი 10-15 ენჯეოა, მათ აქვთ დაფინანსების დაახლოებით 2|3. საქართველოში არის ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც კეთილსინდისიერი ხალხი მუშაობს, რომლებიც არ არიან არც ეკლესიის მაგინებლები, არც პოლიტიკაში ერთვებიან. ასეთია ენჯეოებისუმრავლესობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვამდე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რომლებიც სიაში არ იყვნენ. ამ ფაქტს მანდატურის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner