19 აპრილის შეთანხმებას კონკრეტული მიზანი და ამოცანა ჰქონდა - ეს მიზანი რომ შესრულებულიყო, ამ შემთხვევაში, მე სრული გარანტიით გეუბნებით, რომ თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მარტივად განვმარტავ: ისინი გააკეთებდნენ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ და ეს აუცილებლად გამოიწვევდა ესკალაციის იმ ხარისხს, რომელიც დამთავრდებოდა თბილისში ტანკების შემოსვლით. ეს იყო მათი სცენარი და საბედნიეროდ, არ შედგა ის სცენარი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში იყო ჩადებული. შესაბამისად, დღეს თბილისში გვაქვს არა რუსული ტანკები, არამედ ქვეყანაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს არის ჩვენი ამოცანა, მიზნები და ჩვენი პოლიტიკის შედეგები“, - განაცხადა კობახიძემ.