logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: დღეს რამდენიმე უწყების მიერ ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალი ბაკურიანში, 2025 წლის თებერვალში ჩატარდება
- +

3 მარტი. 2023. 00:48

 

"დღეს რამდენიმე უწყების მიერ - სპორტის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, ასევე ბაკურიანის მუნიციპალიტეტი - ხელი მოეწერა დოკუმენტს, სადაც უკვე შეთანხმდა, რომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდება ბაკურიანში, 2025 წლის თებერვალში, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, ბაკურიანში მიმდინარე ჩემპიონატმა ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში კარგი ბიძგი მისცა იმას, რომ სპორტული ევროპა საქართველოს ენდობა.

„ამ ჩემპიონატის კვალდაკვალ ევროპულ პრესაში, მათ შორის ფრანგულში, უკვე არის ისეთი სიტყვები, როგორიცაა „საქართველო - ზამთრის სპორტის ელდორადო“ და ა.შ., იმიტომ, რომ კლიმატის მხრივაც საქართველო ნელ-ნელა ხდება ის, რაც შეიძლება უკვე არ მოიპოვებოდეს ან არ იყოს ხელმისაწვდომი ევროპაში ბევრი მიზეზის გამო. ამიტომაც, დღეს ეს ხელმოწერა იყო ისტორიული“, - განაცხადა წულუკიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner