logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ბაკურიანში მიმდინარე ჩემპიონატზე: სრული კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ამ გამოწვევას ღირსეულად შეხვდა
- +

3 მარტი. 2023. 00:49

 

სრული კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ეს ნდობა გაამართლა - ამ გამოწვევას ღირსეულად შეხვდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ბაკურიანი მასპინძლობს.

რა თქმა უნდა, კლიმატის კონტროლი დღეს არავისთვის შესაძლებელი არ არის და გაგვიხარდა, რომ ბუნებრივი თოვლი გვქონდა გახსნის დღესაც და შემდეგ დღეებშიც. მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვისაც, რომლებმაც იასპარეზეს, ასპარეზობენ და იასპარეზებენ. ამით დიდ გამოცდილებას ვიღებთ. ჩვენ ისტორიული ფაქტის ხელმომწერები ვიყავით დღეს სპორტში და მე მინდა ქართულ სპორტსა და საქართველოს კიდევ ერთხელ ეს მივულოცო და ოლიმპიურ კომიტეტს ასეთი წარმატებისთვის მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა წულუკიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner