logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბურიდანის ვირი!
- +

3 მარტი. 2023. 10:55

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„იცით, როგორია ბურიდანის ვირი? ზუსტად ეგეთი, როგორსაც ფოტოებზე ხედავთ.

 

არისტოტელეს ნაშრომების თანახმად, იგი დგას თივის ორ ბულულს შორის, ვერ ხვდება, რომელი უნდა შეჭამოს და მშიერი კვდება. უბრალოდ ჯიშია ასეთი, აზროვნების უნარი აქვს დაქვეითებული.

 

როგორც ჩანს, ადამიანებშიც არიან ბურიდანები, რომლებიც მთელი ცხოვრება სიავკარგეს შორის დაბოდიალობენ და ვერ არჩევენ, არ იციან, საით წავიდნენ, მუდამ სიავეში ეხვევიან.

 

ეს ტიპი პოლიტიკურად მკვდარია, აღარაფერი ეშველება, ამან თივის ორ ზვინს შორის იბოდიალა და ვერ გაიგო, სად იყო, ვერ მიხვდა, რომლიდან უნდა შეეჭამა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ აზრობრივ საკვებს, შეიძლება ფული იშოვო, მაგრამ აზრობრივად მაინც მშიერი დარჩე.

 

რას ეძახდნენო ამას ქუთაისში?

 

ჰოდა, ეგ არი, წვეთი არ გაუვა, მისი ყოველი ნაბიჯი, ქცევა, მიხვრა-მოხვრა, ქამრის სიმყიფე, შარვლის ჩაფხრეწვა და წელს ქვემოთ შუა ღარის გამოჩენა მაგაზე მიანიშნებს.

 

ავოიეეეეეეე!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner