logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი: სისტემური ცვლილებების გარეშე, ქვეყნის მომავალზე საუბარი ზედმეტია
- +

30 აგვისტო. 2016. 20:56



„თეთრების" ლიდერი, თემურ შაშიაშვილი მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ეროვნული თანხმობის პარლამენტისთვის დასკვნას ეხმიანება. მისი შეფასებით,

ეს  ძალიან ძლიერი,  მომავლის საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანი დასკვნაა.  


 

არ შეიძლება ამ საბანკო სისტემის პირობებში სერიოზულ ეკონომიკაზე ფიქრი.
არ შეიძლება ამ კაბალურ საპროცენტო განაკვეთების პირობებში, მოსახლეობის კეთილდღეობაზე საუბარი. შველა უნდა იპოთეკარებს ისე, რომ ეს მივაღწიოთ საბანკო სისტემის გაჯანსაღებით" , - ნათქვამია  მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის დასკვნაში, რომელსაც „თეთრების" ლიდერი სრულიად ეთანხმება.



„როცა 1997 წელს მთავრობის გაფართოებული სხდომის ტრიბუნიდან ვთქვი, რომ საქართველოს ჰყავს მდიდარი ბანკირები , დაქცეული ეკონომიკა, და ბანკების მიერ უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა  -  მძიმე დაპირისპირება მივიღე. დღეს შექმნილი  მდგომარეობა, ჩემი აზრით, უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია. როგორც ჩანს, ბანკირებს ვერც მთავრობები ერევიან, ვერც პოლიტიკური გაერთიანებები. ერთადერთს, ვისაც ამ ბრძოლის, ქართული ეკონომიკის, ქართული  ბიზნესის, რაც მთავარია, ხალხის  სასარგებლოდ დასრულება შეუძლია, სწორედ მეცნიერება და გაბედულებით სავსე მეცნიერები და ხალხის მხარდაჭერაა. ვფიქრობ, მეცნიერები ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ", - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



მას ასევე შენიღბული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მეტად გაბედულ და საიმედოდ  მაგალითად მიაჩნია  მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის  შეფასება:



არ შეიძლება ქართული ეკონომიკის მომავალზე საუბარი შუალედური ფირმების ასეთი თავხედობის პირობებში, როცა დაზარალებულია მწარმოებელი და მომხმარებელი და ფუფუნებაში ცხოვრობს შუალედური რგოლი".


 

„არა მარტო მეცნიერებს,  არამედ მთელს ქვეყანას უნდა გვაფიქრებდეს კიდევ ერთი მძიმე  დასკვნა:  მინიმუმ ოთხი ქალაქი საქართველოში, სადაც ცხოვრების გამოკვეთილად კარგი პირობები უნდა იყოს, ყველაზე უარეს მდგომარეობაშია. ჩვენ ხალხს ვეტყვით სიმართლეს, თუ რატომ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა იმ ოთხ ქალაქში - ფოთში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ბოლნისში, სადაც დღესაც კი ცხოვრების გამორჩეულად კარგი პირობები უნდა იყოს",  - აცხადებს „თეთრების" ლიდერი.



მისი თქმით, „თეთრები" სრულად  უერთდებიან  მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის    განწყობას და მიაჩნიათ, რომ  ამ მოძრაობას  მთელი საზოგადოების მხარდაჭერა უნდა, რაც საქართველოში სისტემური ცვლილებების საფუძველი გახდება. ამ უკანასკნელის გარეშე კი, ქვეყნის მომავალზე საუბარი ზედმეტია.



მეცნიერთა საინიციატივო  ჯგუფი კვლევის პირველი შედეგების გამოქვეყნებას სექტემბერში  აპირებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner