logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: წესით ევროდეპუტატები უნდა მოუწოდებდნენ ჩვენს „ენჯეოებს“, იყვნენ მეტად გამჭვირვალეები - მეტიც, თავად უნდა ეთქვათ, თქვენც უნდა მიიღოთ ასეთი კანონიო
- +

3 მარტი. 2023. 20:55

 

 

დღეს გავრცელდა პოლონელ დეპუტატ კარჩინსკის ინტერვიუ, რომელშიც ის ძალიან სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, ხმაურიან კორუფციულ სკანდალში, შესაძლოა ჩართული აღმოჩნდეს 100-მდე ევროდეპუტატი. წარმოგიდგენიათ მასშტაბები?! როგორ ფიქრობთ, კატარის ჩემპიონატის გარდა სხვა კორუფციული გარიგებები და სქემები არ არსებობს?! - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი შეფასებით, დაკანონებულ ლობიზმს არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის, ვიდრე კორუფციას, ვინაიდან, კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამტარებელია. ამირან სალუქვაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალობას საქართველოში, მაშინ, როდესაც დასავლეთში აუცილებელ სტანდარტად ითვლება.

 

„ევროპარლამენტს, შესაძლოა, იმაზე დიდი გამოცდა ელოდეს, ვიდრე მათ ან ვინმეს წარმოუდგენია. დასავლურ მედიაში კატარის ჩემპიონატთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი რჩება ერთ-ერთ მთავარ და ცხელ თემად. ისე, ევროსაბჭოს საერთოდ არ სჭირდება ევროპარლამენტი. ეს ისე... დღეს გავრცელდა პოლონელ დეპუტატ კარჩინსკის ინტერვიუ, რომელშიც ის ძალიან სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, ხმაურიან კორუფციულ სკანდალში, შესაძლოა ჩართული აღმოჩნდეს 100-მდე ევროდეპუტატი. წარმოგიდგენიათ მასშტაბები?! როგორ ფიქრობთ, კატარის ჩემპიონატის გარდა სხვა კორუფციული გარიგებები და სქემები არ არსებობს?!

 

ლობიზმსა და კორუფციას შორის ძალიან მკრთალი ზღვარია. დაკანონებული და მოწესრიგებული ლობიზმიც აზიანებს საზოგადოებას, რადგან კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ემსახურებიან.

 

კატარის მასშტაბურმა კორუფციულმა სკანდალმა გამოიწვია სახალხო პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა , რათა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიარონ ყოველმხრივი ფინანსური შემოწმება ევროპული გამჭვირვალობის ფინანსურ რეესტრში.

 

საკვირველია ჩვენთან რატომ ეწინააღმდეგებიან მსგავს კანონს. არათუ ეწინააღმდეგებიან, გააფთრებულ განცხადებებს აკეთებენ.

 

მესმის, სათაურთან, აგენტის ცნებასთან დაკავშირებით, თუ ასეთ დისკომფორტს იწვევს, იმსჯელონ და შეთანხმდნენ. მაგრამ გამჭვირვალობას აქ რატომ ეწინააღმდეგებიან, როცა დასავლეთში აუცილებელი სტანდარტია?

 

ასოცირების შეთანხმებით ასობით საკანონმდებლო ცვლილება ან რეგულაციები განვახორციელეთ. პროცესი დღემდე გრძელდება. შესაბამისად, თუ თავად იღებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ჩვენც ხომ იგივე სტანდარტებზე უნდა გადავიდეთ?

 

წესით ევროდეპუტატები უნდა მოუწოდებდნენ ჩვენს ენჯეოებს იყვნენ მეტად გამჭვირვალეები. მეტიც, თავად უნდა ეთქვათ თქვენც უნდა მიიღოთო ასეთი კანონიო და მე-13 პუნქტად უნდა დაემატებინათ, რადგან თუ მათ აქვთ, ჩვენც ხომ იგივე სტანდარტებზე გადავდივართ?!

 

ეს ისე. მოკლედ, კატარის სკანდალი გრძელდება. აქ კიდევ ერთი პარალელია. ევროპარლამენტის ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც კატარის საქმეზე დააკავეს, ერთი დღე-ღამე გაყინულ კამერაში ჰყავდათ.მას 2 წლის შვილი ჰყავს და შეხვედრის საშუალებას თითქმის არ აძლევენ.

 

ახლა შეადარეთ რა საქმეების გამოა სააკაშვილი გასამართლებული, ან ბრალდებული და რას ედავებიან კაილის? კოლექტიური კუბილიუსები სააკაშვილის გამო დღე და ღამე ინტერვიუებს რომ იძლევიან, იქნებ მათ ევროდეპუტატს მიხედონ?!

 

ეს ხომ ეჭვს ბადებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ მათ სააკაშვილთან, წლების წინ, და რამდენად კორუმპირებულები იყვნენ სააკაშვილი და მისი გარემოცვა და რა მეთოდებით მოქმედებდნენ. ასეთი სუბიექტები, კოლექტიურ ნაცმოძრაობა და მისი ევრომოკავშირეები, მათი ქმედებებით, მათი დამოკიდებულებით ქართველი ხალხის აზრის მიმართ, ეწევიან ანტი-დასავლურ საქმიანობას და ევროპის დისკრედიტაციას ახდენენ. არაუშავს, გადავლახავთ ყველაფერს...“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner