logo_geo
eng_logo
ევროკავშირი: აბსოლუტური წითელი ხაზი იქნება, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწვდის
- +

3 მარტი. 2023. 23:25

 

 

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აბსოლუტური წითელი ხაზი იქნება, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწვდის და დასძინა, რომ ევროკავშირი სანქციებით უპასუხებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

2 მარტს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩინეთს მოუწოდა, არ მიაწოდოს იარაღი რუსეთს და ზეწოლა განახორციელოს მოსკოვზე უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანის მიზნით.

 

გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შოლცმა აღნიშნა, რომ გულდასაწყვეტია, რომ პეკინმა თავი შეიკავა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისგან, თუმცა მიესალმა ბირთვული დეესკალაციისკენ მიმართულ ჩინეთის ძალისხმევას.

 

„ჩემი გზავნილი პეკინისთვის მკაფიოა: გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვში, რათა მოითხოვოთ რუსული ჯარების [უკრაინიდან] გაყვანა და არ მიაწოდოთ იარაღი აგრესორ რუსეთს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner